ყველა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1429-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1150, გარდაიცვალა – 19.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კლინიკა

მისი თქმით, რვა ახალი შემთხვევიდან ერთი სვანეთის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ოთხი  „იმპორტირებულია“, მათგან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 260 ინფიცირებული მკურნალობს.  ხუთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 23–ის კი მძიმე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1429-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1150, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

“სპუტნიკი”