24 აგვისტოს ღამეს თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მუნიციპალიტეტის მონაკვეთზე, თბილისის სენაკის ავტობანზე ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ დაზარალებულს რამდენიმე გამვლელმა ავტომობილმა გადაუარა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
“რუსთავი2”