ევროკავშირი მკაცრად გმობს იმას, რაც ალექსეი ნავალნის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად გამოიყურება, – განაცხადა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა.
ჟოზეპ ბორელმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება“.
„რუსი ხალხი ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ფაქტებს მოითხოვს. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, – დასძინა ჟოზეპ ბორელმა.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
“იმედი”