ზვიად შალამბერიძემ შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კონტროლი გაამკაცრონ

რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების გააქტიურების მიზნით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მოადგილეები: ლევან კიკნაველიძე და ბესიკ გოფოძე შეხვდნენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა იმერეთში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რწმუნებული ასევე გაეცნო სტატისტიკას, რამდენად ასრულებენ საწარმოები, სასურსათო მაღაზიები, კვების ობიექტები თუ სხვა ტიპის დაწესებულებები ჯანდაცვის სამინიტროს რეკომენდაციებს.

ზვიად შალამბერიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სწავლის დაწყების წინ, ასევე სასწავლო პროცესის დროსაც ყველა სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებაში რეკომენდაციები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და დაცული.

ზვიად შალამბერიძემ შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, რომ რეგიონში გამკაცრდეს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დადგენილი რეგულაციების კონტროლი და მონიტორინგი.

ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები უფრო მეტად აქტიურ კომუნიკაციის რეჟიმში უნდა გადავიდნენ მოქალაქეებთან და მიაწოდონ ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

 

“იმედინიუსი”