ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, სერგეი დილევსკის ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, სერგეი დილევსკის ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tut.by ავრცელებს.

 

ბელარუს ოპოზიციონერს ბრალი არასანქცირებული შეკრების ორგანიზებაში ედება. დილევსკი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.

სერგეი დილევსკი, რომელიც ოპოზიციის მიერ ჩამოყალიბებული საკოორდინაციო საბჭოს წევრია, ბელარუსში გაფიცული ქარხნის მუშების ჯგუფს ხელმღვანელობდა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო. ამის შესახებ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, პიოტრ მიკლაშევიჩმა განაცხადა.

“1 არხი”