ბელარუსის ქალაქ გროდნოში სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

ბელარუსის ქალაქ გროდნოში სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი „ბელსატი“ ავრცელებს.

 

საპროტესტო აქცია ერთ-ერთი რაიონის მილიციის განყოფილებასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა საწარმო „გროდნო აზოტის“ 28 მუშა დააკავეს. მომიტინგეები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ და რამდენიმესაათიანი პროტესტის შედეგად მიზანს მიაღწიეს.

არსებული ინფორმაციით, როდესაც საპროტესტო აქცია უკვე იშლებოდა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა მათი დაკავება დაიწყეს. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა, შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

“იმედი”