2 სექტემბრიდან დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში შეზღუდვები მოიხსნება, ამის შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში კორონავირუსზე ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხოჯევანიშვილის თქმით, ტესტირება აქტიურად ხორციელდება აჭარის რეგიონში სპეციალურად შექმნილ პუნქტებშიც და მან ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მოუწოდა, რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და გაიტესტონ COVID-19-ზე.
“რუსთავი2”