გვიან შემოდგომაზე რამდენიმე ვაქცინას დაამტკიცებენ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურებია გასავლელი და ეს დავალებები პრემიერმა ყველა უწყებას დღეს მისცა.

“პირბადეზე უკეთესი დაცვის საშუალება ჯერჯერობით არ არის. როგორც დახურულ შენობებში, ასევე ღია სივრცეში თუ ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება. ეს სერიოზულად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. მოგეხსენებათ, რომ კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა ფინალურ ეტაპზეა. რამდენიმე ვაქცინა დღეს კლინიკურ კვლევას გადის. 9-დან სამი უკვე მესამე ფაზის კვლევებშია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”