კახეთში რთველი დაიწყო

ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა  ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანია, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

  კახეთში რთველი დაიწყო – უკვე გადამუშავდა 200 ტონამდე ყურძნის მოსავალი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

მოცემულ მონემტში „რთველი 2020“–ის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც თელავში ფუნქციონირებს, 50–მდე კომპანია დარეგისტრირდა,  რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. წელს კახეთში 300 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

გადამუშავებული ყურძნის აღრიცხვა სპეციალური პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში მოხდება და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ–რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე  შეეძლება – http://www.wine.gov.ge/Ge/Statistic?harvestYearId=1007.

წელს COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დადგენილია ფიქსირებული ფასი –  1 კგ ყურძენში 80 თეთრი. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

“სპუტნიკი”