კინოთეატრებში დაშვება მოხდება პირბადით და თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადი რეკომენდაცია თერმოსკრინინგისა და დეზინფექციის ჩატარების შესახებ კინოთეატრებშიც უცვლელი რჩება.
„მოგახსენებთ, იმ რეკომენდაციებს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება დაწესებული. ზოგადი მოთხოვნები, რაც შეეხება თერმოსკრინინგის ჩატარებასა და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებას, უცვლელი რჩება. 5 კვადრატულ მეტრზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება, ასევე განისაზღვრება ღონისძიების ჩატარების დროის ზედა ზღვარი. ამ შემთხვევაში თეატრს ვგულისხმობ, ეს იქნება 3 საათი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის როგორც შენობაში შესვლის, ისე დატოვების პროცესს. ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე. შესაბამისი ღონისძიებები არის ასევე განსაზღვრული სადეზინფექციო სამუშაოების მიმართ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გახლავთ ის, რომ დაშვება მოხდება პირბადით და თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
“იმედინიუსი”