სერგეი ლავროვი: ახლა ბელარუსის ოპოზიციას დასავლეთი მართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, სტივენ ბიგანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ბელარუსის ოპოზიციას დასავლეთი მართავს“.

 

„ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებისა და შემდგომში საყოველთაო არჩევნების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. ვფიქრობ, მან ხელი გაუწოდა მათ, ვინც დაინტერესებულია სტაბილური და ერთიანი ბელარუსით. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციამ უნდა შეამჩნიოს და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც, რომლებიც ახლა ოპოზიციას მართავენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

“იმედი”