სომხეთში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 111 პაციენტს დაუდასტურდა, 426 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 42,936 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 858 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 36,475.

წყარო: exclusivenews.ge