ქვემო ხოდაშენში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, 1 232 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხი.

“სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 625 836 ლარით დაფინანსდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა “საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინმა” განახორციელა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: kvira.ge