ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებით საშუალო მოქმედების რამდენიმე რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც ჩინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ვუ ციანი აღნიშნავს, ეს წვრთნები რომელიმე კონკრეტული ქვეყნისკენ არ არის მიმართული.
ჩინეთმა რაკეტების გამოცდის მიზნით, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილში გადაადგილება დროებით აკრძალა.
აშშ-ის ძალებმა ჩინეთის სახმელეთო ტერიტორიიდან ოთხი რაკეტის გასროლა დააფიქსირეს. „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ პენტაგონი ამჟამად იმის დადგენას ცდილობს, თუ რა ტიპის რაკეტები გამოიყენა ჩინეთმა.
“1 არხი”