დიახ, ვხედავდი, რადგან, კორონავირუსის პანდემიად წოდებულმა „შავმა ჭირმა“, რომელიც კაცობრიობას განადგურებით ემუქრება, ექიმებისადმი, ზოგადად ექიმის პროფესიისადმი, ჩემი ფაქიზი დამოკიდებულება საგრძნობლად შეცვალა, რადგან, სწორედ ისინი (უპირველესად , ინფექციონისტ-ეპიდემიოლოგები) შეიძლება, გახდნენ ის პოტენციური მკვლელები, რომლის საშუალებითაც გლობალისტები აპირებენ სამყაროს (კაცობრიობის) ორი მესამედის მოსრას!
დიახ, სწორედ ისინი გახდებიან ბრმა იარაღი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ე. წ. ჯანმოს), ხელში და ამაში მთავარ როლს შეასრულებენ გლობალისტ-სატანისტების მიერ მოსყიდული ადგილობრივი (ეროვნული) ხელისუფლებები.
ამასთან, , დღეს კაცობრიობის მთავარი მტერი ფარმაცევტული კომპანიებია, რომლებსაც ხელში უჭირავთ ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვადასხვა პრეპარატების სახით-მათ შეუძლიათ „შარბათი“ აქციონ ოპიუმად და ამით კაცობრიობის ერთდოულად განადგურებას თუ არა, გადაგვარებას (რობოტიზაციას) მაინც შეუწყონ ხელი!
სამწუხაროდ, ამის გაკონტროლება ჩვენს კომპეტენციას და შესაძლებლობებს აშკარად სცილდება და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რით (როგორ) დამთავრდება გადამწყვეტ ფაზაში შესული სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გლობალისტ-სატანისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის!
რაც შეეხებათ ექიმებს, აქ მთავარ როლს, მათი პიროვნული სიმტკიცე, ზნეობრივი უკომპრომისობა და უფლისადმი გაძლიერებული შიში შეასრულებს!
არადა, პანდემიის ე.წ. პირველი ტალღა და მისგან გამომდინარე შედეგები გვაფიქრებინებს, რომ, ამ ზეჰუმანური პროფესიის ადამიანები, ნებსით თუ უნებლიედ, ჩათრეულნი არიან იმ ავანტიურაში , რომლის მიზანი კაცობრიობის შეთხელება და დარჩენილი მასის რობოტიზაციაა!
ჩვენი დროის „გმირი“!
გახსოვთ ალბათ, კორონავირუსის პირველი ტალღის აფეთქების პერიოდში საქართველოში ცნობილ ეპიდემიოლოგებს „სამი მუშკეტერი “ შეარქვეს.ხალხი უაღრესად მადლიერი და კმაყოფილი იყო ქართველი ეპიდემიოლოგების პირველი ნაბიჯებით ამ უვერაგეს ეპიდემიასთან ბრძოლაში .თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კერძოდ, ბრწყინვალე აღდგომის მოახლოებასთან ერთად, მათ მიმართ (განსაკუთრებით საზოგადოების ეკლესიურ ნაწილში)დამოკიდებულება შეიცვალა-გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი ჯანმოს რეკომენდაციების უსიტყვო შემსრულებლები იყვნენ და ხელოვნურად ცდილობდნენ სიტუაციის დრამატიზირებას.
განსაკუთრებით აღიზიანებდათ მათი „წინასწარმეტყველება“ ე.წ, ეკლესიის კლასტერზე, რომელსაც, მადლობა ღმერთს, გადავრჩით!
თუმცა, „სამი მუშკეტერიდან“ გარკვეული სიმპათიები მაინც დარჩა ინფექციური პათოლოგიის , შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის, ბატონ თენგიზ ცერცვაძის მიმართ, რომლის გულწრფელი, ადვილად აღსაქმელი ქვეტექსტებით გაჯერებული გამოსვლები საზოგადოებაში სიმპათიას იწვევდა.
ბატონმა თენგიზმა განსაკუთრებული სიმტკიცე და გამბედაობა გამოამჟღავნა ამ რამდენიმე დღის წინათ, როცა ღიად დაუპირისპირდა ჯანდაცვის სამინისტროს და არ ამარტო სამინისტრო, არამედ, მთლიანად მთავრობა გულგრილობასა და უპასუხისმგებლობაში ამხილა!
თუ გვინდა, დღევანდელი ხელისუფლების ნამდვილი სახე დავინახოთ, მაშინ, ბატონ თენგიზ ცერცვაძის ღია წერილი და ჯანდაცვის მინისტრთან მისი პოლემიკა უნდა წავიკითხოთ, სადაც გაშიშვლებულია , თუ როგორ „ზრუნავს“ მთავრობა ადამიანის სიციცხლის შენარჩუნებაზე განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრისთვის დაანონსებული „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღის აფეთქების წინ (ღმერთმა გვაშოროს!).
საქმე ეხება „დევნილობაში“ მყოფი ინფექციური საავადმყოფოს სავალალო მდგომარეობას, რის გამოც ბატონი თენგიზი,როგორც ცენტრის დირექტორი, იძულებული გახდა შეეჩერებინა პაციენტების მიღება!
როგორც ცერცვაძე წერს, მან ბოლო ორი თვის მანძილზე ათჯერ მაინც მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციაზე(მათ შორის, გრიფით sos და „სასწრაფოდ“), მაგრამ, მინისტრისგან სრული იგნორი მიიღო.
ამასთან, თვეების მანძილზე ვერ მიიღო ნებართვა სათანადო სტრუქტურებისგან (ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები) გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე…ეს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ -21 აგვისტოს მოხერხდა, ისიც სამინისტროსთვის „ღია ომის “გამოცხადების შემდეგ!
ნიშანდობლივია ისიც, რომ , როგორც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, სამინისტროს ისედაც შეეძლო გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყოველგვარი დივიდენდის გამოყენების გარეშეც „სამინისტროს აღჭურვისა და სარეაბილიტაციო პროგრამიდან , „კოვიდ-19“-ის ფონდიდან ან, ბოლოს და ბოლოს, სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე გატანის გზით“ (ვახდენ ციტირებას მისივე სიტყვებიდან).
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა „გაღმა შეედავეს“ პოზიცია აირჩია და ცენტრის დირექტორი თვითნებობაში დაადანაშაულა , მეტიც, მკაცრი სანქციებითაც დაემუქრა, ბატონი თენგიზი ამტკიცებს, რომ პაციენტების მიღებაზე უარის თქმა მისგან იძულებითი ღონისძიება იყო, ისევ და ისევ „პაციენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით“.
ზემოთ ვთქვი, ცენტრის დირექტორისა და ჯანდაცვის მინისტრის პოლემიკა გულდასმით უნდა წავიკითხოთ-მეთქი, თუმცა, არა მარტო უნდა წავიკითხოთ, არამედ, ღრმად უნდა გავიაზროთ და სათანადო დასკვნებიც გამოვიტანოთ!
თუ დავუკვიდებით, ეს არ არის რიგითი კინკლაობა მინისტრსა და ცენტრის დირექტორს შორის, ეს არის ცოცხალი (უტყუარი) მაგალითი იმისა , თუ როგორ ზრუნავს დღევანდელი მთავრობა საკუთარი ხალხის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ მიერვე დაანონსებული ეპიდემიის მეორე ტალღის შესაძლო აფეთქების წინ !
ამ შემთხევაში არა მარტო ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან სრული უპასუხისმგებლობა და გულგრილობა იკვეთება საზოგადოების მიმართ, არამედ, უპასუხისმგელობის მთელი სიმძიმის ტვირთი გადადის მთლიანად თავრობაზე, მათ შორის გიორგი გახარიაზეც, რომელმაც ეპიდემიის პერიოდში პირობა დადო, რომ , ინფექციური საავადმყოფოს( ცენტრს) შენობის საკითხს ოპერატიულად მოაგვარებდა.
ეს იყო დაახლოებით 4-5 თვის წინათ.ფაქტია, რომ არათუ ახალი შენობის საკითხი მოგვარდა, არამედ, არსებულის რეაბილიტაციაც კი „დაავიწყდათ“!
დასკვნა მარტივია: როგორც ჩანს, საქართველოშიც ზედმიწევნით სრულდება ჯანმოს რეკომენდაციები, რომლის მიზანზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე…
დიახ, საკუთარი ხალხის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ხელისუფლებას არ აინტერესებს.ეს ასე რომ არ იყოს, ცერცვაძე იძულებული არ გახდებოდა ვა-ბანკზე წასულიყო და მთელ მთავრობას დაპირისპირებოდა. ამაზე მეტი გულგრილობა , მეტიც, დანაშაული საკუთარი ერის წინაშე რა უნდა იყოს, მითუმეტეს, დაანონსებული მეორე ტალღის აფეთქების პირობებში?!
რაც შეეხება შენობას, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს (ცენტრს) თავის დროზე წაართვა სააკაშვილის ჯალათმა ხელისუფლებამ და „ავერსს“ უფეშქაშა“,დღევანდელ ხელისუფლებას კეთილი ნება რომ ჰქონოდა, ან კანონის ფარგლებში უკან უნდა დაებრუნებინა , ან თუნდაც ექსპროპრიაცია მოეხდინა, რომ ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დაწესებულება ქუჩაში არ დარჩენილიყო.
ფაქტი ჯიუტია: ხელისუფლებას ამის ნება არა აქვს. მაშინ, რა განსხვავებაა სააკაშვილის ხელისუფლებასა , (რომელმაც ასეთი სისასტიკე ჩაიდინა და ინფექციური საავადმყოფო ქუჩაში დატოვა )და დღევანდელ ხელისუფლებას შორის, რომელმაც არც ახალი შენობა გამოძებნა და არც ძველი დაუბრუნა პატრონს?!
უდავოდ, ღირს დაფიქრებად და არა მარტო დაფიქრებად!