რა იპოვეს არქეოლოგებმა ბოლნისში

სპეციალისტებმა ნეოლითის ეპოქის – ქვის ხანის გვიანი პერიოდის ოვალური ნაგებობებისა და სათავსოების კვალი აღმოაჩინეს.

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე, ნეოლითური პერიოდის – 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა აღმოაჩინა. ამის შესახებ აღნიშნულია მუზეუმის ვებგვერდზე.

კერძოდ, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის ძეგლის ნაწილები – ეს არის წრიული ფორმის სახლების ნანგრევები, რომლებიც შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის არის დამახასიათებელი.

“სპუტნიკი”