თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.მისი ვინაობა უცნობია

გულ–მკერდის არეში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

თბილისში წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმების განცხადებით, მამაკაცს ჭრილობა გულ–მკერდის არეში ჰქონდა და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილის ვინაობა და საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

“სპუტნიკი”