შსს–ს 340 მეხანძრე–მაშველი ოფიცერი გახდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უმაღლესი განათლების მქონე თანამშრომლებს ოფიცრის პირველადი წოდება – უმცროსი ლეიტენანტი მიენიჭათ.

 შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

“სპუტნიკი”