ძალიან ძლიერი შტორმი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში – ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა და ხეები წააქცია.
ამის შესახებ ინფორმაციასა და კადრებს ჩრდილოეთ კორეული მედია ავრცელებს.
სტიქიის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე მცხოვრები ათას 600-ზე მეტი ოჯახი. გაუქმდა 400-ზე მეტი შიდა ავიარეისი.
ფატალური შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
წყარო: exclusivenews.ge