ავღანეთში წყალდიდობას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წყალდიდობას ავღანეთში. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები. დაშავებულთა რაოდენობა 90-ს აღწევს.

ფარვანის პროვინციაში, ამ ეტაპზე, სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში განადგურებულია 500-მდე საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

წყარო: exclusivenews.ge