ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ნაციონალური მოძრაობა ისანში, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს კონკურენტს დაუყენებს ხატია დეკანოიძის სახით.
სერგი კაპანაძის თქმით, ეს არის ძალიან მცდარი გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რაც დააზარალებს მთლიანად ოპოზიციას და შეამცირებს შანსებს, რომ ივანიშვილი თბილისში დამარცხდეს.
„ეს გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის, რომ ისანში კონკურენტი დაუყენონ შეთანხმებულ კანდიდატს არის არასწორი და მცდარი გადაწყვეტილება და არის დიდი შეცდომა. ჯამში ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ნაციონალურ მოძრაობაზე, ისე ზოგადად ოპოზიციის შანსებზეც, რომ ივანიშვილი დაამარცხონ თბილისში. კარგი წინაპირობა იყო, რომ ყველა ოლქი იყო შეთანხმებული და ყველგან გვყავდა საერთო კანდიდატი, ეხლა ეს შეთანხმება იქნა გადახედილი, რაც არის ძალიან ცუდი. მიუხედავად ამისა ევროპული საქართველოს ამოცანა არის, რომ სადაც შესაძლებელია მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ ბიძინა ივანიშვილს, დავამარცხოთ ის პირველ ტურში შეთანხმებულ ოლქებში, ხოლო მეორე ტურებში ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის. კიდევ ერთხელ, კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც, ის შეთანხმებები, რომლებიც არის დადებული ოპოზიციურ პარტიებს შორის, იქნება ყველა მხრიდან შეთანხმებული და არ მოხდება რეგულარულად მათი გადახედვა, როგორც ამას აქვს პრაქტიკა ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
წყარო: exclusivenews.ge