ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მე-12-ედ გაიხსნა. ის პიანისტმა თათა ლიჩელმა და გია ყანჩელის სახელობის სიმებიანმა კვარტეტმა გახსნეს.
კონცერტი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის და პედაგოგის, სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა. შესრულდა სულხან ცინცაძის ოთხი საფორტეპიანო პრელუდია და საკვარტეტო მინიატურები.
ბათუმის შემდეგ, ფესტივალი ორ და ოთხ სექტემბერს უკვე დედაქალაქში გადმოინაცვლებს. თბილისის საკონცერტო საღამოებში მონაწილეობას მიიღებს ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები”, ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი,სოლისტები –სანდრო ნებიერიძე, ლიზა ჩხაიძე, ელენე შავერზაშვილი.