ბრიუსელი აგრძელებს გაყალბების უცნაურ და შორსმჭვრეტელ პოლიტიკას და ევროპის ისტორიის გადაწერას- მარია ზახაროვა

ევროკომისიის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის უმთავრესი ფაქტორია, ისტორიულ ჭეშმარიტებას ამახინჯებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის ე.წ. საერთაშორისო დღესთან დაკავშირები ევროკომისიის სახელით გაკეთებულ განცხადებას. იძულებულები ვართ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ბრიუსელი აგრძელებს გაყალბების ძალიან უცნაურ და შორსმჭვრეტელ პოლიტიკას და ევროპის ისტორიის გადაწერას. ისინი ამტკიცებენ, რომ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებულმა არააგრესიულმა პაქტმა ევროპა სიბნელესა და წყვდიადში ჩაძირა,“- აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ევროპამ სიბნელეში ჩაძირვა დაიწყო არა 23 აგვისტოს, არამედ მაშინ, როდესაც დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებმა არჩევანი აგრესორული ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთეს.

“აიპიენი”