ექვსი წლის ბავშვი, რომელსაც დედა ავტომობილით დაეჯახა, გარდაიცვალა

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას ექვსი წლის ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედას ავტომობილი საცხოვრებელ ეზოში შეჰყავდა, რა დროსაც მას შემთხვევით დაეჯახა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

“სპუტნიკი”