მარტის დასაწყისიდან ბიბლიოთეკამ მუშაობა შეაჩერა, თუმცა, დაწესებულების დირექტორმა პანდემიის პერიოდში საზოგადოების სხვადასხვა ფენის დასახმარებლად არაერთი აქცია და ღონისძიება გამართა
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები 1 სექტემბრიდან გაიხსნება, დაწერა ბიბლიოთეკის დირექტორმა, ცნობილმა მწერალმა და ტელეწამყვანმა გიორგი კეკელიძემ Facebook–გვერდზე.
„ 1 სექტემბერს, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, სპეციალური წესების დაცვით, სამკითხველო დარბაზები მუშაობას განაახლებენ“, – წერს კეკელიძე.
“სპუტნიკი”