იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. შინზო აბეს თქმით, ის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს, სანამ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია მის შემცვლელს არ დაასახელებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო. შინზო აბე მრავალი წელია წყლულოვანი კოლიტითაა დაავადებული. ამის გამო ის 2007 წელსაც გადადგა, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2012 წელს აბე კვლავ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
2020 წლის აგვისტოში აბე იაპონიის ისტორიაში მთარობის მეთაურის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მყოფი პრემიერი გახდა.