ამის შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს, 26 აგვისტოს გაავრცელა NY Daily News-მა.
პირობით ვადამდე განთავისუფლების საბჭომ 19 აგვისტოს გამართულ მოსმენაზე არ დააკმაყოფილა მარკ დავიდ ჩეპმენის თხოვნა შეწყალებაზე და ჯონ ლენონის მკვლელი სულ მცირე კიდევ ორი წელი ციხეში დარჩება.
ჩეპმენმა ლენონს 1980 წლის დეკემერს ხუთი ტყვია ზურგიდან მაშინ ესროლა, როდესაც იგი იოკოსთან ერთად ხმის ჩამწერი სტუდიიდან სახლში ბრუნდებოდა. ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 20 წლის შემდეგ შეწყალების თხოვნის უფლებით და 2000 წლიდან მოყოლებული ის უკვე მეათედ წარსდგა შეწყალების კომისიის წინაშე.
65 წლის მარკ დავიდ ჩეპმენს შეწყალებაზე მომდევნო თხოვნის უფლება 2 წლის შემდეგ ექნება.
“აიპრესი”