მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  დღეს მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი დილიდან წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

მარიამობა ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულს შორის და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. დღესვე მორწმუნეებისთვის ორკვირიანი მარხვა დასრულდა.