საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბავშვებს შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა “სასწრაფო დახმარების” ბრიგადამ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა
მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის დროს სამი ბავშვი გადაარჩინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
დღეს, დილით „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ გლდანის რაიონში ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველის მობილიზება.
“სპუტნიკი”