მერიის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დღეიდან თბილისში შიდა ეზოების მორეცხვა დაიწყო

თბილისის მერია, დედაქალაქის შიდა ეზოებში სისუფთავის დაცვის მიზნით, 18 აგვისტოდან საპილოტე პროექტს ახორციელებს, რომელიც ნაგავშემკრები კონტეინერების ოპტიმიზაციას გულისხმობს.

 

პროექტის ფარგლებში დღეს ვარკეთილში არსებული ნაგვის ურნები და ქუჩები დაასუფთავეს. პროექტი, შიდა ეზოებიდან, ცენტრალურ გზებსა და მეორად ქუჩებზე, დახლოებით 4000-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის გამოტანას ითვალისწინებს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, ასევე, დღეიდან დაიწყო შიდა ეზოების მორეცხვა და იქიდან გამოტანილი ნაგავშემკრები კონტეინერების დასუფთვება სპეციალური ქაფით.

საპილოტე რეჟიმში ერთვება დედაქალაქის ყველა რაიონის შიდა ეზო, სადაც ნაგავმზიდი მანქანის პროექტის დაწყებამდე, ,,თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს მოსახლეობასთნ და აღნიშნული პროექტის მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. ყველა გაუქმებული ლოკაციის ადგილას გაკრულია საინფორმაციო პლაკატები.

“1 არხი”