სახალისო ისტორია – იცოდით, რომ ამ ფილმში იპოლიტეს სიდედრის ტრუსი აცვია?

სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს სახალისო ისტორია, რომელიც ფილმ „ბურთი და მოედნის“ გადაღების დროს მსახიობ იპოლიტე ხვიჩიას და მის ოჯახს უკავშირდება.

 

როგორც ირკვევა, მსახიობს კუჭკუჭის სტადიონზე გადაღებულ ცნობილ ეპიზოდში სიდედრის შავი ტრუსი ეცვა. გთავაზობთ სრულ ისტორიას:

„ბურთი და მოედნის“ გადაღების დროს კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსები დასჭირდა, სტუდიაში კი იპოლიტეს ზომის ვერ აღმოაჩინეს. გადაღება ორი დღით გადაიდო.

საღამოს, შინ მისულმა იპოლიტემ აივანზე გასაშრობად გაფენილ სიდედრის კუთვნილ შორტებივით სრულ, მოგრძო ნიფხავს მოჰკრა თვალი.

მეორე დღეს ვერიჩკამ შეძრა #13 სახლის მცხოვრებნი. მეზობლების აივნები რომ შემოიარა, ეზოშიც ჩავიდა და იქაც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მიაგნო თავის „იმას“.

– რას ეძებ, ვერიჩკა? – ეკითხებოდნენ გაოცებული მეზობლები. ვერიჩკა კი, ვითომაც არ ესმოდა, რას ეკითხებოდნენ, უადგილოდ და უმიზეზოდ უღიმოდა მათ.

გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ ოჯახის წევრების გაღვიძებას რომ მოერიდა, აივანზე დაიძინა და… დილაადრიანად რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა ყველა გააღვიძა.

– დედაია! ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! სად იყო ბიჭო, მაი ტრუსიკი?

– კაი ახლა, ვერიჩკა – ეხვეწება იპოლიტე. – რა მოხდა მერე. ამ ასაკში შენ ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მსოფლიოს მოივლის…. აბა?!“.

“პრაიმტაიმი”