საქართველოში ცდილობენ ლუკაშენკოს პროვოცირებას, აღიაროს აფხაზეთის და ს. ოსეთის დამოუკიდებლობა

“ეგრეთ წოდებული ლიბერალები საქართველოში ცდილობენ, უბიძგონ ლუკაშენკოს, რათა მან აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა” – განაცხადა ბელარუსიის საელჩოს წინ შეკრებილი, ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფის წინაშე, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ.

შეკრება 27 აგვისტოს, 13 საათზე გაიმართა და მას საზოგადოების აქტიური წევრები დაესწრნენ. მათ საელჩოს წარმომადგენლებს გადასცეს ასეულობით ქართველი ადამიანის ხელმოწერა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით სახელდახელოდ, რამდენიმე დღეში შეიკრიბა ლუკაშენკოს მხარდასაჭერად.

ონლაინ-პეტიციის კომენტარებში ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები ლუკაშენკოს მხარდაჭერას ხშირად ასაბუთებენ იმით, რომ ბელარუსიამ, საქართველოსგან განსხვავებით, სახელმწიფო დონეზე შეინარჩუნა ტრადიციული ფასეულობები, ფაბრიკა-ქარხნებთან და განვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად. ბელარუსიის წარმატება ქართველებს ახარებთ, ვინაიდან ჩვენ არ ვართ შურიანი ერი, ქართველი ადამიანი თავისი ბუნებით კეთილია.

“რომ არ გაიმარჯვოს ბოროტმა კეთილზე, როგორც ეს საქართველოშია” – ასე ასაბუთებს ლუკაშენკოს მხარდამჭერ თავის პოზიციას მერაბ გორგაძე ბათუმიდან. “არ გაიმეორონ ქართველების შეცდომა” – ვასო კოტაშვილი, თბილისი; “საქართველოსთვისაც ვისურვებდი ასეთ პრეზიდენტს” – ლევან ხოფერია, ხობი; “ასეთი პრეზიდენტი მინდა!” – ლელა დვალიძე, თბილისი… – ასეთი და მსგავსი კომენტარებით სავსეა ინტერნეტ-პეტიცია. საელჩოს წინ გამართულ შეკრებაზე სწორედ ეს და სხვა კომენტარები გააჟღერეს, რითაც ხაზი გაესვა ქართველების კეთილ დამოკიდებულებას ბელარუსების მიმართ.

შეკრებაზე აღნიშნა, რომ ბელარუსია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ბუნებრივი წიაღისეულით და დემოგრაფიულად არც თუ ისე მდიდარმა და მრავალრიცხოვანმა ქვეყანამ ბალანსის პოლიტიკით, რუსეთთან ძმური ურთიერთობებით (ხელისუფალთა შორის კამათის მიუხედავად!), სოციალიზმიდან საუკეთესო მაგალითების პრაქტიკაში განხორციელებით და საკუთარი დამოუკიდებლობის პოზიტიური აღქმით. სწორედ ამ მიმზიდველი მაგალითის დაღუპვა სურთ გლობალისტებს, რათა არ არსებობდეს პრეცედენტი, რომ მათ გარეშე მსოფლიოში რაიმე ალტერნატივა არსებობს, თანაც წარმატებულად.

შეხვედრის ბოლოს წაკითხულ იქნა პეტიციის ტექსტი, რომელსაც უკვე დაახლოებით ათასი მოქალაქე აწერს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ პეტიცია მოუმზადებლად, დაუგეგმავად, სახელდახელოდ შედგა.

გთავაზობთ ამ ტექსტის ქართულ თარგმანს:

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტსალექსანდრე გრიგორის  ძ ლუკაენკოს

 

ღრმადპატივცემულო ალექსანდრე გრიგორის ძევ,

ამ დოკუმენტზე ხელმომწერები, საქარᲗველოს მოქალაქეები, ბრᲫენ და Შრომისმოყვარე ბელარუს ხალხს და პირადად Თქვენ, როგორც ამ ხალხის რᲩეულს, გულწრფელად გილოცავᲗ მიმდინარე საპრეზიდენტო არᲩევნებᲨი დამაჯერებელ გამარჯვებას.

ჩვენის მხრივ დავამატებᲗ, რომ Თქვენი ხელმᲫᲦვანელობიᲗ, ბელარუსმა წარმატებიᲗ ᲨეინარᲩუნა მრეწველობის მრავალი დარგი და სოფლის მეურნეობა. სტაბილური პოლიტიკური გარემო და ეᲗნიკური შემწყნარებლობაც Თქვენი პოლიტიკის დამსახურებაა. მსოფლიოᲨი არსებული გამოწვევების ფონზე, Თქვენ შეძელით მᲗავარი – გაამყარეᲗ ბელარუსიის სუვერენიტეტი, რიᲗაც ფუნდამენტი ჩაუყარეᲗ Თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას.

სახელმწიფოს წარმატების მაᲩვენებელია ისიც, რომ ქვეყანაᲨი ᲗიᲗქმის არ არის უმუᲨევრობა, ხოლო წარმოებული პროდუქცია საზᲦვრებს გარეᲗაც მოᲗხოვნადია. ასევე ზრუნავᲗ ერის ჯანმრᲗელობაზე, უფასო და ხარისხიან განაᲗლებაზე, რაც ახალ Თაობას ახალ პერსპექტივებს უᲩენს. როდესაც დᲦევანდელი ბელარუსის საერᲗო სურაᲗი ასეᲗია, ბუნებრივია, მავანს არ მოსწონს Თქვენი მიᲦწევები და ასევე ისიც, რომ მსოფლიო კრიზისს, (რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსმა გამოიწვია) პანიკის გარეშ შეხვდიᲗ.

როგორც მოქალაქემ და სახელმწიფოს მეᲗაურმა, ქვეყანა უაზროდ არ ჩაკეტეთ და აᲦდგომას მარᲗლმადიდებლურ ტაძარსაც ესტუმრეᲗ, ამ ნაბიჯიᲗ კი მსოფლიოᲨი მცხოვრები არაერᲗი ქრისტიანის მადლიერება დაიმსახურეᲗ. საბᲭოᲗა კავშირის დანგრევის შემდეგ, Თვისობრივად ახალი ფორმის ურᲗიერᲗობები დაამყარეᲗ მᲝძმე რუსეᲗᲗან. ატარებᲗ მᲨვიდობის და კეᲗილმეზობლურ პოლიტიკას სხვა მოსაზᲦვრე სახელმწიფოებᲗანაც რეგიონში. სხვაგვარად წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც მსოფლიოს ბედი წყდებოდა, ბელარუსელმა ხალხმა საშინელი ომის მᲗელი სიმძიმე თავის თავზე გადაიტანა.

თქვენ, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, საქარᲗველოᲨიც გაფასებენ და კიდევ იმიტომ, რომ პატივს სცემთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამარᲗლის საფუძვლებიდან გამომდინარე. განსაკუთრებული მადლობა, ქართველებისᲗვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხში მხარდაჭერისთვის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში არ შეიცვლება.

აქვე, უმორჩილესად გთხოვთ, რომ არ ყურად არ იღოთ საქართველოში მცხოვრები ერთი მუჭა პროვოკატორების მიერ, მოძმე ბელარუსიის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებზე გამოვლენილი რეაქცია, ისინი ვერ გამოვლენ ქარᲗველი ხალხის სახელᲘᲗ.. ეს ვიწრო ჯგუფები (რომლებიც როგორც წესი, არასამᲗავრობო Თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ), საკუთარი სამᲨობლოს ინტერესების წინააᲦმდეგ, მხოლოდ დამკვეᲗების ნება-სურვილიდან ამოდიან. ოკეანისგაᲦმელი და ევროპელი დამკვეᲗების მადას ქარᲗველები კარგა ხანია ვიცნობᲗ; ველური კაპიტალიზმის  ტრადიციები, გამოხატული გაᲩანაგებულ სოფლის მეურნეობასა და გაᲞარტახებულ ეკონომიკაᲨი, საწარმოების ნგრევის და მტაცებლური პრივატიზაციის ფონზე. “დასავლური სიკეᲗეების” გამოცდილების მქონე ქარᲗველი ხალხი, მოძმე ერებს ვერ უსურვებს იმავე უბედურებას.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ გილოცავᲗ, ხელახალ არჩევას პრეზიდენტის პოსტზე, რაც გარანტიაა ბელარუსელი ხალხისᲗვის, რომ კარს მომდგარი მტრის ინტერესებს წინ აᲦუდგებიᲗ და ქვეყანას განადგურებისგან გადაარᲩენᲗ.