თუ სააკაშვილი ხელს შეუწყობს ივანიშვილის ციხეში ჩასმას , ხელს არ შევუშლით

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” დამარცხებას ხელს შეუწყობს, ის მას ამაში ხელს არ შეუშლის.

“ერთი რამ ვიცი, რომ მომავალ წელს ამ დროს ბიძინა ივანიშვილი თავისი გარემოცვით იქნება ციხეში. თუ სააკაშვილი ხელს შეუწყობს ამ პროცესს, ჩვენ ხელს არ შევუშლით”, – ამბობს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 27 აგვისტოს, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა და სამშობლოში დაბრუნება დააანონსა. რამაც პოლიტიკოსების ნაწილში მღელვარება და მათი მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

 

“ალია”