უკრაინამ დღეიდან კორონავირუსის გამო, უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა

უკრაინამ დღეიდან კორონავირუსის გამო, უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა.

უკრაინა

კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარების გაუარესების გამო, უკრაინა უცხოელებისთვის საზღვრებს 29 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე ჩაკეტავს.

უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის უკრაინის საზღვრები 29 აგვისტოს 00:00 საათიდან 28 სექტემბრის 00:00 საათამდე ჩაიკეტება.

უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა არ აეკრძალებათ სატრანზიტო მგზავრებს, პირებს, რომლებსაც მუდმივი ბინადრობა აქვთ უკრაინაში, დიპლომატებსა და სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების წევრებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

“იმედინიუსი”