ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, ალიასკასთან ახლოს რუსული წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს.
როგორც აშშ-ის ჩრდილოეთის სამხედრო ძალების სამეთაურო შტაბი იუწყება, რუსული წყალქვეშა ნავი, აშშ-ის ტერიტორიიდან მოშორებით, ნეიტრალურ წყლებში შენიშნეს. ნავი წყლის ზედაპირზე ცურავს.
ამერიკელი სამხედრობის ცნობით, რუსული წყალქვეშა ნავიდან დახმარების შესახებ თხოვნა არ მიუღიათ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არიან.
რუსული მედია აცხადებს, რომ ალიასკას სანაპიროებთან აღმოჩენილია ატომური წყალქვეშა ნავი „ომსკი“, რომელიც სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს. მანამდე წყალქვეშა ნავი ბერინგის ზღვაში სარაკეტო სროლაში გადიოდა წვრთნას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
“1 არხი”