ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერიოს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში ჩარევისგან.

 

„თუ რუსეთი პატივს სცემს ბელარუსის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, მაშინ რუსეთმა ასევე პატივი უნდა სცეს ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს“, – აღნიშნა ჟოზეპ ბორელმა.

“იმედი”