როგორც Business insider-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდს ძალიან ბევრი მდიდარი ვარსვლავი ჰყავს, მხოლოდ ხუთმა მათგანმა შესძლო გამხდარიყო მილიარდერი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მათ მხოლოდ კარგი სამსახიობო ოსტატობა არ დახმარებია მილიარდის მოპოვებაში – ხუთივე მათგანი დაკავშირებულია ბიზნესთან და მომგებიან ინვესტიციებთან.
სოლიდური საინვესტიციო სტრატეგიის წყალობით ყველაზე ახალბედა მილიარდერი კანიე უესტია, რომელც Forbes-მა მილიარდერად მიმდინარე წლის 24 აპრილს აღიარა.
ჰოლივუდის ყველაზე მდიდარი ადამიანი “ვარსკვლავური ომების” შემქმნელი ჯორჯ ლუკასია, რომლის ქონებაც 5.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეულს რეპერი Jay-Z ასრულებს 1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონებით.
ჰოლივუდის 5 ყველაზე მდიდარი ადამიანი – რეიტინგი
1. ჯორჯ ლუკასი – მისი ქონება 5.7 მილიარდ აშშ დოლარია;
2. სტივენ სპილბერგი – მისი ქონება 3.7 მილიარდი აშშ დოლარია;
3. ოპრა უინფრი – მისი ქონება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია;
4. კანიე უესტი – Forbes-ის მიხედვით მისი ქონება 1.3 მილიარდ აშშ დოლას უტოლდება, მაშინ როდესც უესტი აცხადებს, რომ 3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს;
5. რეპერი Jay-Z – მისი ქონება 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
“ბიემჯი”