დავით ჩხარტიშვილი აჭარის ტელევიზიის შესახებ და არა მხოლოდ!.. (მე-3 ნაწილი)

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ and so on საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რამოდენიმე ჟურნალისტის წასვლას „პოლიტიკურ ზეწოლად“ აფასებს და ა.შ., თუ რატომ, შეგიძლიათ იხილოთ პირველ და მეორე ნაწილებში სადაც ფორმალიზმის მიღმა, იქ განვითარებული მოვლენების მიზეზები და მიმდინარე პროცესები დეტალურადაა წარმოჩენილი, ასევე აღწერილია აჭარის ტელევიზიის მმართველი ელიტის გენეზისი. კერძოდ, საიდან მოდის ეს დავა, ვინ ვის უკან დგას, თუ რატომ, რა ფორმით უჭერს მხარს ან აპროტესტებს იქ არსებულ ტენდენციებს ესა თუ ის პირი და ჯგუფი, რა მიზნების მიღწევას ცდილობენ ამით.

წერილის წინა ნაწილებში, შემოვიფარგლე რამოდენიმე პროგრამული ხასითის პასაჟით, თეორიითა და საერთაშორისო ტრენდების ექსტრაპოლაციით ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზე. რადგანაც კონცეფტუალურად არასწორი იქნებოდა არდაკავშირება აქაური აღმოსავლური ბაზრის დარი გამიშვი-დამაკავეს, მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებთან. ტიტანთა ბრძოლასთან; რაც სრული სურათის არ/ვერდანახვით დასრულდებოდა. წინამდებარე ნაწილში კი, საზოგადოებრივ-პოლიტიკურს გადავწვდებით და პრაქტიკულს მივეძალებით თავად ტელევიზიაში, რადგანაც მომიჯნავე, ერთის მეორეზე გავლენის მქონეა ეს სფეორები. თუმცაღა, მანამდე თემატურად განვმეორდები რამოდენიმე აბზაცით წინა ეპიზოდებში წამოწეული ხაზის ფარგლებში. საკმაო დროა გასული და იქნებ მკითხველს გამორჩა პირველი და მეორე ნაწილები, მაგიტომაც:

ფაბულა იქ შემდეგი იყო; ყველაგან, ე.წ. ევროატლანტიკურ სივრცეში ამარცხებენ იმ ძალებს, ვის მხარდაჭერაზეც აპელირებს აქაური ტელევიზიის პროტესტანტთა ჯგუფი და ვის პერსონალიზაციასაც ბეგრაუნდით, თვალსაწიერითა თუ რეფლექსიით ესენი აქ წარმოედგენდნენ ან/და არიან. სკრუპულოზურად მივყვებოდით რა მაგ ლოგიკურ ჯაჭვს და გავედით მიხეიელ სააკაშვილზე; მის გარშემო არსებულ, ასევე პოტენციური მრევლის ლიდერშიპზე & სხვა იდეურად მონათესავე ძალებზე. ათეულობით პარტიაზე, რომლებიც „დემოკრატიულ“ ანტურაჟს ასრულებდა სააკაშვილის რეჟიმის ხანაში / უფრო ზუსტად კი მათზე, როგორც აქაურ პერსონიფიკაციებზე იმ ძალების, რომლებიც ბოლო 30 წელიწადი მართავდა მსოფლიოს და ნებისმიერ ალტარნატიულ ხედვას „სიბნელით“ ნათლავდა. ეს ვითარება აძლევდა მათ საშუალებას დიდი წინააღმდეგობების გარეშე დაემყარებინათ სრული კონტროლი ქართულ ტელევიზიებში. რომლებიც მოგეხსენებათ, სხვა დანარჩენ სიკეთესთან ერთად ერთგვარ „საზრისების ფაბრიკებსაც“ წარმოადგენენ და უნიშვნელოვანესი როლი ეკისრებათ საზოგადოების გაჯანსაღებაში ან დეგრადაციაში; გენერალური ხაზის, ორიენტირების, კლიშეების, სახეების თუ წარმოჩენილ „მოსაზრებათა ლიდერების“ მეშვეობით და ა.შ. გააჩნია რა მიზანს ემსახურება და რა მიდრეკილებებისაა მმართველი ელიტა მანდ – სარედაქციო ჯგუფი, წამყვანი ჟურნალისტები ან მფლობელი. ზოგადად, ეს პრობლემა დგას მთელი ქვეყნის მასშტაბითაც იმ ინსტიტუტებში, რომლებიც „თავისულფალი სიტყვის“ და „ევროატლანტიკური“ ფასეულობების ინდოქტრინაციის მისიას ამოფარებული, უშუალოდ თეთრ სახლში გაბატონებული დაჯგუფების პროვაიდერებათ გვევლინებოდა აქ. რაც შეწყდა ტრამპის მოსვლისთანავე, უფრო ზუსტი რომ ვიყო, ინერციით და უსისტემოდ გრძელდება. რადგანაც ახალი დირექტივა არ მოსულა (სხვა ტიპის მმართველობა დამყარდა აშშ-ში, წინამორბედებისგან არსებითი სხვაობებით), საკუთარი გონებით აზროვებას კი გადაგვაჩვიეს. მერედა, წლების განმავლობაში შესაბამისი უნარები და რეფლექსები გამომუშავდა, რაც უკვალოდ, ასე თავისით არ გაქრება. ასევე, სფერო სპეციპიკური ფსიქოტიპის კონტნინგენტმაც ამოავსო, ეს ცალკე განსახილველი და მეტადრე სერიზოული პრობლემაა რომელსაც შემდეგ, დასკვნით ეპიზოდში შევეხები! მავანნი შემომედავება; „როგორ თუ სრული კონტროლი, როდესაც გამოვირჩევოდითო კრიტიკიულობით, შიგადაშიგ ჩვენთვის მიუღებელ პერსონებსაც ვუშვებდით ეკრანებზე“ და ა.შ. დიახაც „გამოირჩეოდნენ“, ოღონდ ერთი დისკურსის ფარგლებში, ტექნიკურ საკითხებზე დისპუტების გამართვით გადიოდნენ ფონს. არამც და არამც ფუნდამენტურზე კამათით თუ ანტიპოდი ხედვების განვითარებით, რაც საზოგდოებრივი ტელევიზიის უშუალო დანიშნულებაა იდეალში. ეს კი, ვერანაირ საშიშროებას ვერ უქმნიდა მათ წიაღში გაბატონებულ ჯგუფების შეხედულებებს და შესაბამისად ძალაუფლებასაც. ბონუსად, დემოკრატიის ილუზიის შექმნას უწყობდა ხელს ნიუანსებში არჩახედულ მაყურებელში, სიბნელის გაბატონებასაც საზოგადოებაში პროგრესის სახელით.

ჭუჭრუტანაში ნაჩვენები „პოზიტიური თავისუფლების“ მეშვეობით, „ნეგატიური თავისუფლების“ დამკვიდრებით გვამახსოვრებდნენ თავს ასე მზაკვრულად, კაზუისტიკაა.

თუ რა მექანიზმებით ხდებოდა ეს, ამაზეც ვრცლად ვისაუბრებ მომდევნო ნაწილში. აქ კი დავსძენ რომ ახალი დირექტორის მოსვლამდე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში უპირობოდ ბატონოდა ზემორე აღწერილი ნეოლიბერალური დისკურსი და სწორედ რომ მაგას შეეჩეხა გიორგი კოხრეიძე და არა კონკრეტულად რომელიმე ჟურნალისტს თუ გადაცმას. როგორც ამის წარმოჩენა სურს გარკვეულ წრეებს. არ ეგონოს ვინმეს რომ „ვუპრავებ“ მას არათანმიმდევრულობას (რბილად რომ ვთქვა). ვხედავ მშვენივრად, რომ ის ინტუიტიურად მოქმედებს, რაც დაუშვებელია კრიზისული მენეჯმენტის პირობებში. მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ იმ ძალების წარმომადგენელია ინტიუტიურ დონეზე მაინც, რომლის ბუნება ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს (მე კი სიმპატიები გამაჩნია მათ მიმართ), რის გამოც თანაგრძნობა მიჩნდება და ნდობის კრედიტსაც ვუგრძელებ (ვერ ვარ ბოლომდე ობიექტური, თუმცაღა მიუკერძოებლობასაც არ ვღალატობ შესაძლებლობის ფარგლებში, ესეც ფაქტია). დამატებით, გეგმის არარსებობის პირობებში ქაოტურ მოძრაობებს აკეთებს, რის გამოც მთელ მის საქმიანობას წითელ ხაზად სდევს კონვულსიები. „ნაბიჯის გადადგმა და ორით უკან დახევის“, პრინციპით მოქმედებს და ამით რეფორმას „მორალურ სიცხადეს“ უკარგავს. სულ უფრო ეფლობა, იბნევა და ფორმალური მიზეზებით თანამშრომლებს ათავისუფლებს, ორიოდე დღეში ზეწოლით აბრუნებს. მერედა იმავე კლასის და დისკურსის მატარებელი ხალხი მიჰყავს ტელევიზიაში, ეს საერთოდ ნონსენსია! ვითომცდა მხოლოდ კაპანაძეში ყოფილიყო მანდ პრობლემა და არა მაგალითისთვის „კოლექტიურ კაპანაძეში“; პროფშეუთავსებლობაში მმართველი ტექნიკური ელიტის და მემარცხენე ლიბერალური ხედვების მატარებელ შემოქმედებით ჯგუფში მთლიანად. მოკლედ, მის მიმართაც არანაკლები კითხვები დაგროვდა, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამის გარკვევა, რადგანაც ბერვად „დიდი ბოროტებაა“ დასამარცხებელი მაუწყებელში. ისე კი, ვისარგებლებ რა შემთხხვევით, შენიშვნის სახით შევახსენებ მენეჯმენტის ანა-ბანას ბატონ კოხრეიძეს და მისი საქმეა გაითვალისწინებს თუ არა რჩევებს სამომავლოდ:

არსებობს 2 ტიპის მუშა მმართველობა, შესაბამისად გამოსავალიც; ლიბერალური და ავტოკრატული.

პირველი ) ახალი კადრების მოზიდვითა და თანამოაზრეების გარემოცვაში, რომლებიც ძველ „სტაფზე“ ერთი-ორი თავით მაღლა მაინც დგანან, იქმნება ერთობლივი პროდუქტი. იმ დონის ღირებული, რომ კლასობრივი მტრებიც კი დუმდებიან, არათუ კაპანაძე-ცეცხლაძის კლასტერი. ნიმუშს ვგულისხმობ დანარჩენებისთვის – რომელსაც არა მხოლოდ ძალუძს გადაფაროს ძველი თრეში, არამედ იქცეს ორიენტირად დანარჩენი პერსონალისთვის კონცეფტუალურ დონეზე.

მეორე ) მოითხოვს ხელმძღვანელისგან ფრიად მაღალ პროფესიულ თვისებებს, ფართო თვალსაწიერს, უდრეკ ნებას და ქარიზმას რომ საკუთარი თვისებებითა და მაგალითით განმსჭვალოს კოლექტივი კორპორატიული ინტერესით, ასევე მოდელირების ნიჭს. მის შემთხვევაში ვერც ერთ მიდგომას ვერ ვხედავ და საერთოდ, რა პროფესიონალიზმზეა საუბარი იმ ცოდვა-მადლის შემხედვარე რაც მანდ ტრიალებს მის მოსვლისთანავე. არადა იმპერატორმა მეიძიმ ხუთ წელწადშიღა მთელი იაპონიის მოდერნიზირება და ახალ რელსებზე გადაყვანა შეძლო ისე, რომ ძველი ღირებული არ დაუკარგავს. ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით. სიტყვაზე, იმის მაგიერ რომ ბატონ კოხრეიძეს დაეხვეწა საინფორმაციო სამსახურის მუშაობა, რომელიც ხარისხით ათი თავით მაღლა იდგა თუნდაც შემოქმედებით ჯგუფზე მანდ, მან ფაქტობრივად გაანადგურა ის. ერთადერთი ღირებული სეგმენტი; რომლის ტრანსფორმაცია თავისუფლად შეიძლებოდა საკადრო დანაკარგების გარეშე, დახვეწით! რომელიც მოდერნიზაციას, გაძლიერებას და ახალ რელსებზე გადაყვანას მოითხოვდა მხოლოდ. ძველი ჯანსაღი ფორმების შენარჩუნებით და ახალი, არა ნეოლიბერალური რედაქციით და რებრენდინგით ხერხდებოდა ეს მარტივად. რისი, ჯერ ჩამოყალიბება და მერე ახსნა იყო მხოლოდ საჭირო საინფორმაციოს კოლექტივითვის, რასაც გაგებით და ენტუზიაზმით მიიღებდნენ. და თუ არა, მაშინ ხელებ დაბანილი, სუფთა სინდისითაც, გასაშვები იქნებოდნენ, რადგანაც აშკარა დესტრუქციას ექნებოდა ადგილი. აჭარაში მოქმედი სხვა საინფორმაციო საშუალებებთან კოოპერაციაში შესვლითაც, შეიძლებოდა მაგ სამსახურის არანახულ სიმაღლეზე აყვანა. დღეს ის აღარ არსებობს ლამის, ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოჩნდენ. არადა, ბალანსის გრნძნობა იყო საჭირო, მან კი იმოქმედა როგორც „სპილომ ჭურჭლის მაღაზიაში“ და სამწუხარო სურათიც მივიღეთ. ძველი სიბრძნეა; „დაჭიმავ სიმს, გაწყდებაო – ზედმეტად მოუშვებ, ბგერას აღარ გამოსცემსო“. მოკლედ, იყო ყაყანი, უპასუხისმგებლობა და კრიტიკულობა, ქაოსი, მემარცხენე ლიბერალური ხაზის დომინირება – დაუშვებელი ვითარება საზოგადობრივი მაუწყებლისთის. უნდა ქცეულიყო ღრენად, წესრიგად და ობიექტურობის ეტალონად კლასიკური ლიბერალური კონსერვატიზმის ეგიდით. კოხრეიძემ კი კნავილად აქცია – კატასტროფული შედეგი დადო! სხვაგან აბა არც შეიმჩნევა მისი ხელი; თუმცაღა ახალი სერიალიც გამოჩნდა; ვეცდები, მაქსიმალარად კორექტული ვიყო, რადგანაც არ მაძლევს შინაგანი კულტურა იმის უფლების თქმას, რაც ზედმიწევნით შეესაბამება მაგ მკვდრადშობილ წამოწყებას.

სერიალი როგორც ასეთი, უმნნიშვენლოვანესი სეგმენტია საზოგადოებრივი მაუწყებელის სათანადო დატვირტვის შემთხვევაში – ტრუიზმია. აუცილებლად დასამკვიდრებელი სიახლეა-თქო, რომლის ქომაგი ვიყავი და ვარ, მაგრამ სხვა შინაარსითა და სოციალური დატვირთვით. პირველმა და ერთადერთმა გავაჟღერე ეს იდეა კონკურსის მსვლელობისას (ეს მულტსერიალის შექმნასაც ეხებოდა რომელსაც უნდა ესწავლებინა ბავშვებისათვის ქცევის ნორმბი და ა.შ.), სათანადო საუბრებიც მქონდა შესაბამის პირებთან. პირველ ნაწილშიც დავასაბუთე კიდეც მისი არსებობის მნიშვნელობა ჩვენი რეგიონისთვის. და აქ, მხოლოდ ტელევიზიაზე არ მაქვს საუბარი; რადგანაც თუ საზოგადოებრივი პირველი არხი სახელმწიფოს იმუნური სისტემაა იდეაში, რეგიონის მთავარი ტელევიზია ფორფოსტია უამრავი საშიშროების ასაცილებლად, რომლის წინაშე დგას აჭარა. ინსტიტუტი რომელსაც მომავლის ფორმირება შეუძლია და რომელიც არათუ უფუნქციოდაა რაც თავისთავად დანაშაულია 9 მილიონიანი დაფინანსების პირობებში, არამედ თავად დაინფიცირებულია და იქით ასნეულებს ჩვენს კუთხეს დაცვის ნაცვლად. მოკლედ, შედეგად ველოდი ყველაფერს მაგრამ არა ამ მდარე, კუსტარულად გადაღებული პროდუქტის გამოჩენას, „კურტიზანთა ბრწინვალება და საბრალოების“ ფორმატში. მით უფრო დაუშვებელს, რადგანაც ტინგიცობა, ზედიპირულობა და სიყვითლე არ აკლდა აჭარის ტელევიზიას ბოლო წლები. აღარ ჩამოვთვლი აქ დანარჩენ ნაკლოვანებებს და მაგასაც მეოთხე ნაწილისთვის გადავინახავ. წისნსრებით დავსძენ უბრალოდ, რომ ისეთივე აუთვისებელი ტრამალებია მანდ, როგორიც კოხრეიძის მისვლამდე იყო.

იქნება კიდეც მასე; სანამ წინა პერიოდში გაბატონებული პარადიგმა დომინირებს შეუძლებელია ტელევიზიის მეტამორმოფოზა, არადა კოსმეტიკა აღარ შველის მაქაურობას ისეა მიშვებული. იქითაც მიდის, რომ ვგონებ მალე საერთოდ დაყრის ფარ-ხმალს ბატონი კოხრეიძე და შეეცდება გული მოულბოს პროტესტანტებს, რათა მშვიდად ჩაამთავროს ვადა – ჩაყლაპავენ. მაგალითად, როგორც ეს აჭარის ავტონომიის შემთხვევაში მოხდა ზოგადად 12-ის მერე; როდესაც ძველმა ადმინისტრაციულმა ელიტამ ჩაყლაპა ახალი პოლიტიკური ელიტა – იგივე მექნიზმებით-თქო. იმის გამო, რომ უკანასკნელმა არ იცოდა რა ეკეთებინა და როგორ. პირველებმა კი, რადგანაც სააკაშვილის ინკუბატორში გამოწრთობილნი იყვნენ და მშვენივრად ფლობდნენ მმართვის იეზუიტურ ტექნოლოგიებს ადვილად დაიჯაბნიეს მოერენი. „წითელი ჭიანჭველის“ სტრატაგემით იმოქმედეს; როდესაც თავს მოიმკვდარუნებს წითლების დედოფალი და შავი ჭიანჭველები შეათრევენ მას თავიანთ ბუდეში. იქ ის მოცოცხლდება, ჰკლავს შავების დედოფალს და ამოისვრება რა მის ფერომონებში, მართვას შავებს – ზოგს სჭამს, ზოგს კი ამუშავებს. ისინიც უპრობლემოდ ემორჩილებიან რადგანაც სუნის, მიმიკრიის უნარის გამო თავისიანი ჰგონიათ. მოკლედ, ვარშალომიძის დროს წამოწყებულ საქმეებს მიხედენ ამ „წითელმა ჭიანჭველებმა“ და თავად იქცნენ რეგიონის პოლიტიკურ ელიტად მეორეების ინფანტილიზმისა და უიდეობის გამო … (აქედან ეს „პორტირებულთა“ ფენომენიც და არაჯანსაღი ვითარება აჭარის მმართველ პარტიაშიც, ყველას რომ აკერია პირს და პიროსის გამარჯვებას უქადის უახლოეს არჩევნებზე).

არაა საკმარისი კრაზანების ბუდის დარბევა იმისათვის, რომ სკები მოაშენო და თაფლის ამოღება შეძლო, მით უფრო შემთხვევითი ხალხის განლაგებით საკვანძო თანამდებობებზე მხოლოდ იმის გამო რომ კარგი თამადები არიან ან/და მორჩილნი რაღაც ეტაპამდე, უფრო კონკრეტულად პირველივე კრიტიკულ სიტუაციამდე. ზოგადად ეს ქვეყნის პრობლემაცაა, როდესაც არა ეროვნული ინტერესებით, არამედ ელექტორალური სტრატეგიებით ვხელმძღვანელობთ, მიბმით სხვა ქვეყნებში გაბატონებულ დოგმებზე და ა.შ.

იქ დროებითს, აქ მარადიულად ვასაღებთ, ერთი ცალკე აღებულ პარტიის დოქტრინას კი მთელი ევროპული ცივილიზაციის კვინტენსენციად აღვიქვამთ.., ხდება ის რაც ხდება; მიმიკრიით, ჩალიჩით, მლიქვნელობით, ნეპოტიზმით იკაფება გზა. მაგისტრალურ ხაზად იქცევა მსგავსი ქცევის მოდელი ჩვენი ინსტიტუტების დიდ ნაწილში და რადგანაც დომინირებს ქართული კულტურისთვის არაორგონული იდეოლოგია, ეს გარემოება სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებს აუტსაიდერებად აქცევს. ამ ვითარებეით კი ადვილად სარგებლობს ყველა ჯურის მედროვე. სწორედ ამის გამოა, რომ „მიშისტის“ მსოფლაღქმით და „ოცნების“ მანდატით, ასლანის დროინდელი ოდიოზური კორუფციონერი, გუშინდელი „ბირჟავიკი“, თუგინგ „ნაციონალებიდან“ გამოგდედებული უწესობის გამო (და არა წამოსული იდეური შეუთავსებლობისთვის პირი), გვევლინება დღეს უმაღლეს თანამდებობებზე.

განა ერთეული შემთხვევებია? სიტემური ხასიათი აქვს მიღებული ამ პროცესს და პოლიშინელის საიდუმლოა აჭარაში ის, რაზეც ახლა ვწერ. არაერთხელ მითქვამს კიდეც გამოსვლებში სხვადასხვა პერიოდს და მედიასაშუალებით!.. სთხოვე ამათ ადეკვატური და სამართლიანი გადაწყვეტა პრობლემის თუ გამოწვევის, არ, ან ვერ შეძლებენ. რადგანაც მშენებლობას ცოდნა უნდა და პასუხისმგებლობა წინაპრების და შთამომავლობის წინაშე, საკუთარი ღირსებების მეშვეობით მწვერვალების დაპყრობა და არამც ივანიშვილის თუ გახარია/ვოლსკის ავტორიტეტით გამოწვეულ თანმდევ ტალღაზე სრიალით უმაღლეს თანამდებობებზე მოხვედრა.

ერთი ანდაზის არ იყოს „ფარა რომ შემობრუნდება, კოჭლი ცხვარი თავში მოექევაო“ ისე დაგვემართა მაშინ მთელ აჭარას. გაიხსენეთ, 12-ს მოყოლებული რეგიონის პოლიტიკური ელიტა – ვინ, რა და საიდან იყო. რომ არა ერთი კაცის ავტორიტეტი ორი მოქალაქე ერთად არ მისცემდა ასეთ კონტინგენტს ხმას ბათუმსა და აჭარაში. საცოდაობის მომსწრენი გავხდით – თამაშობდნენ რა ქალაქობანას და მთავრობანას ხალხი, რომელიც არსაიდან მოდიოდნენ და არსაითში მიდიოდნენ. სადაა ეს „მოღვაწეები“ დღეს; ზოგი ციხეში, ზოგი ოპოზიციაშია („მიშისტურში“), ზოგის გვარიც კი აღარ გვახსოვს იმდენამ ნიველირებული იყო მათში პიროვნული საწყისი. საშუალოზე დაბალი დონის შემთხვევითი კონტინგენტი უმაღლეს თანამდებობებზე მიდი-მოდიოდა მთელი ეს წლები, მათი მოყვანილი წრე კი რჩებოდა. მერე კი, უკვე ესენი აძაგებდნენ წინამორბედ პროვინციელ ბელადს რაღაც-რაღაცეებს და მორიგს უმტკიცებენ ერთგლებას… ფორმასაც გააჩნია – ყოვლად ამაზრზენი მეთოდიკით, ლაქუცითა, მდაბიოს ქცევით. ჯერ ისევ, ასე თუ ისე ივანიშვილის ავტორიტეტი და „ნაციონალების“ დაბრუნების შიში შველის მაგ საქმეს, მაგრამ რამდენი უნდა აიტანოს ერთმა, თუგინდ დიდმა სახელმა და სანამდე, ეგ აღარ ვიცი (ამ უმნიშვნელოვანეს თემას აჭარისთვის, უახლოეს მომავალში სტატიით დავუბრუნდები). მომიტევებს იმედია მკითხველი ამ პოლიტიკური გადახვევის გამო, რადგანაც ვგონებ ხვდება რომ ეს უშაოლო კავშირშია ტელევიზიაში მიმდინარე პროცეცებთან, თუგინდ ირიბად, მაგრამ კავშირში რის დეტალიზირებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

მოკლედ, არსებობს იქნებ სხვა ქცევის მოდელები, მე კი ბატონ კოხრეიძისგან განსხვავებით არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი ერთი რამ; მისეული ეს გზა რეფორმის ჩაფლავების ალგორითმია. ამით მოვრჩები კოხრეიძის შესახებაც – 2 წელიღა დარჩა თუ თავად ბორდმა ამ უსუსურობის შემხედვარე, ან უფრო სწორად იმან, ვინც სინამდვილეში ენდო და გაამწესა მანდ, იმპიჩმენტი არ მოუწყო. ამიტომაც დარწმუნებული რა იმაში, რომ მას და არა მხოლოდ მას ზემორეს გათვალისწინებით მიხედავენ (ანდა თავად შეცვლის ტაქტიკას), დავუბდუნდები უშუალოდ განსახილველ თემას.

კაზუისტიკაზე შევჩერდით კოხრეიძემდე და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადახვევამდე; კერძოდ აჭარის ტვ-ში გაბატონებულ ნეოლიბერალურ დისკურსზე, რომლის გამო შეკავების და გაწონასწორების სისტემაც მოშლილი ჰქონდათ; რასაც შეეწირა კაპანაძე სინამდვილეში და რის გამოსასწორებლად მივიდა მანდ კოხრეიძე. აქაურ მეინსტრიმზე, რომელსაც თავგამოდებით ებრძვის თეთრი სახლის ახალი ადმინიასტრაცია, ახალ მეისტრიმზეც რომლის შემჩნევა ცოცხალი თავით არ სურთ წინა მეინსტრიმის აქაურ აპოლოგეტებს. ამავე დროს სულაც არ ვძაგავ მათ. საერთოდ შორს ვარ იმ აზრისგან რომ აჭარის მაუწყებელში დასაქმებულებს სრულად გაცნობიერებული ჰქონოდეს ეს ვითარება. ვეჭვობ რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თუ რა დეგრადირებული იდეოლოგიის პროვაიდერებად აქცია წინა მმართველობამ და მათთან დაახლოვებულმა წრეებმა აჭარის მაუწყებელი. თუ რა ავის მომტანი კონცეფციების მატარებლები გახადა რეგიონისთვის, ოჯახებისთვის და ქვეყნის რეპუტაციისთვის. საერთოდ, მოეკითხება კი ეს თანამშრომლებს? საშუალო რანგის და ქვედა ეშელონებს არა! მხოლოდ ლიდერშიპს. და თუ რატომ, ერთი ისტორიით გაგცემთ პასუხს, რომლის ექსტრაპოლაციას მარტივად მოახერხებთ ჟურნალისტის პასუხისმგებლობაზე და საკადრო პოლიტიკის სწორად წარმმართვის მნიშვნელობაზეც გინდ ტელევიზიაში, გინდ ზემორე პოლიტიკურ პასაჟზეც:

„სტალინმა გვკითხა; – „რა ნახეთ?“ ვუპასუხე, რომ კარგად ვერ მივხვდი: იქ ომია, მაგრამ წითლები არ არიან, მხოლოდ თეთრები იბრძვიან და ვისთან ვეღარ მივხვდი. სტალინი მპასუხობს: „და იცი რატომ? წითლები და თეთრები უკიდურესობაა, მათ შორის კი ფართო ზოლია, რომელიც შედგება თითქმის წითელისგან, თითქმის თეთრ ფერამდე. ის ხალხი ვინც იქ ომობს, ზოგი მათგანი ცოტა წითელია, ზოგიც ცოტა თეთრი. მაგარამ არა წითლები და არც თეთრები ბოლომდე. შეთანხმება კი არ შუძლიათ, არასოდეს იფიქრო დაჰყო ხალხი მხოლოდ წითლებად და მხოლოდ თეთრებად. ეს მხოლოდ ხელმძღვანელობაა მასეთი და მოსთხოვო უნდა მათ…“ ასე უხსნიდა სტალინი შვილობილს, ბულგაკოვის „თეთრი გვარდიის“ არსს. სტრუქტურალად მსგავსი რამ მოხდა და ხდება აჭარის ტელევიზიაშიც, ხელმძღვანელობა უნდა იყოს ან „წითელი“ ან „თეთრი“ და არა უხეხემლო, ზუსტად იცოდეს რას აშენებს და რისთვის, დოზირებულად დაუშვას ისიც და ესეც, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადაიჩეხოს და მაყურებელს მისცეს საშუალება სწორი ფაქტების და კონტექსტის მიწოდებით რეალობის ადეკვატური სურათი შეიქმნას. ესაა ბალანსი, ნამდვილი ევროპული დემოკრატიის მოთხოვნა და სტილი. თანამშრომლებიც ან აჰყვებიან ან წავლენ და ომობანას თამაშიც აღარ იქნება მანდ. საქმესაც მიხედავენ და საქმეს აცლიან ერთმანეთს – რადგანაც ისინი ბოლომდე არც თეთრები და არც წითლები არიან და ვერ იქნებიან, და არც უნდა იყვნენ. რადგანაც არ შეიძლება ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობა მოსთხოვო თავისუფალ ადამანს. მაგის გამო ვიღებთ მერე მახინჯ ფორმებს; პატრიოტიზმის ნაცვლად ნაციონალიზმს, რწმენის ნაცვლად შავრაზმელობას, პროგრესის ნაცვლად კი მემარცხენე ლიბერალიზმს და ა.შ. კონსენსუსამდე საღმა აზრზმა უნდა მიგიყვანოს; საერთო და სწორი კი, გინდ „თეთრი“ იყო, გინდ „წითელი“ არის შემდგეგი – „თუ გინდა ქვეყანა ააშენო, უნდა გაუთანაბრო კორუფცია ქვეყნის ღალატს, გახადო მასწავლებლის, სამხედროს და მეცნიერის პროფესია ყველაზე პატივსაცემად…“, ეს მსოფლაღქმა გოლდა მეიერის პერიფრაზია. სწორედ ეს მქონდა მხედველობაში მაშინაც, როდესაც კონკურსის მსვლელობისას ავღნიშნე „მორალური ავტორიტეტების“ ნაკლებობა აჭარის ტელევიზიის ეთერში – რის გამოც, მავანს მანდ ისტერიკა დაემართა. სწორედ ასეთი მოქალაქეების და თემების პოპულარიზაციით უნდა იყოს დაკავებული აჭარის ტელევიზია, ასეთი საზოგადოების ფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი და არა ნეოლიბერალური მომავლის ადეპტებად გვევლინებოდეს იქაური სახეები. კნავილის და ტინგიცის ნაცვლადაც კორუფციას ებრძლოს, რომელსაც ძალიან ბევრი ფორმა გააჩნია, ფესვებგადგმულია და მასში ჩართულები მიმიკრიის მაღალი ხარისხითაც გამოირჩევიან რადგანაც არერთი მთავრობა წარმატებით მოიცვალეს. თუმცაღა როგორ, როდესაც საგამოძიებო ჟურნალისტიკა არაა და რა არის საერთოდ იქიდან რასაც ჟურნალისტიკა ჰქვია მანდ?!.. პოსტუმ, დანარჩენზე, მომდევნო ეპიზოდში.

 

დავით ჩხარტიშვილი

გაგრძელება იქნება