დეას ჰქონდა არამეგობრული ურთიერთობა თამართან – რას ამტკიცებს ბაჩანა ლობჟანიძე

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

თბილისის პროკურატურაში ერთად იმყოფებოდნენ დაღუპულის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი და ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარის შეყვარებულად აცხადებს.

ლობჟანიძის მტკიცებით, გამოძიებას მან იმ ადამიანების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ახალგაზრდა პროგრამისტის საქმეზე პირადად დაუკავშირდნენ. გარდა ამისა, ბაჩანა ლობჟანიძემ გამოკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის შესახებ.

“დეას ჰქონდა არამეგობრული ურთიერთობა თამართან და ეს არის 18 ივლისიდან მოყოლებული მოვლენების გასაღები” – ამბობს ბაჩანა ლობაჟანიძე.

წყარო: resonancedaily.com