ვაკის პარკის რეაბილიტაცია დღეიდან დაიწყება. სამუშაოები ზონებად დაიყოფა, შესაბამისად, დამსვენებელს პარკის ტერიორიაზე გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მწვანე საფარი. მოწესრიგდება სანიაღვრე და სარწყავი სისტემები. ასევე, მიმდინარეობს შადრევნებისა და კასკადის განახლების პროექტირება, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება და გამოცხადდება ტენდერი. ვაკის პარკის სარეაბილიტაციოდ 19 მილიონი ლარია გამოყოფილი.
“იმედინიუსი”