დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღს პრეზიდენტი დაასახელებს

დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს.

კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს ტარდება; ბოლო შაბათი კი 31 ოქტომბერია. რაც შეეხება წინასაარჩევნო აგიტაციას, კამპანია აქტიურ ფაზაში, ოფიციალურად, დღეიდან შედის.

 

“რუსთავი2”