ლუკაშენკო ისევ ავტომატით გამოჩნდა, ამჯერადაც თავისი რეზიდენციის წინ

ბელარუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ისევ ავტომატით გამოჩნდა. ამჯერადაც თავისივე რეზიდენციის წინ.

 

რუსული პროსახელისუფლებო გამოცემის, Ria-ს ინფორმაციით, ეს ფოტო ლუკაშენკოს პრესცენტრიდან მიაწოდეს კითხვის პასუხად, სად არის ის საპროტესტო აქციების დროს.

ტელეგრამ არხი პულ პერვოვო წერს, რომ ფოტო გადაღებულია მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლის წინ, 16 საათზე, მაშინ, როცა რეზიდენციასთან აქციის მონაწილები იყვნენ შეკრებილი.

“ონ.ჯი”