ქუმსიშვილის სანათესაო ვერ გაძღა – სუსმა სტამბებში კორუფცია აღკვეთა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა

ჩვენი რედაქციისთვის ცნობილი გახდა, რომ გასული რამდენიმე კვირის მანძილზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) აღკვეთა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების განიავება.

საქმე ეხება სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვას. როგორც ყოველთვის, ამ შემოსავლიან საქმეში ლიდერობა ყოფილი ვიცეპრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ახლო ნათესავმა, “პალიტრა მედიის” მფლობელმა ი. თევდორაშვილმა მოინდომა.

“პალიტრა მედია” არის სოროსისტული მასმედიის პროსახელიწუფლებო ფლანგი, რომელიც სინამდვილეში, საკუთარ თამაშს თამაშობდა და ახლაც ასე აგრძელებს.

თევდორაშვილის “მედია-იმპერიის” მფლობელობაში არის სტამბა სახელწოდებით “ფავორიტი სტაილ”. აი ამ სტამბამ, თბილისის ყოფილ მაუდ-კამვოლის ფაბრიკაში მდებარე “სეზანთან” ერთად, სახელმწიფოს 17 მილიონი ლარი მოსთხოვეს სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვაში. საბედნიეროდ, შესაბამის ორგანოებში აღმოჩნდნენ გონიერი მუშაკები, რომლებმაც ეჭვი შეიტანეს ამ რაოდენობის თანხების საჭიროებაში. აღნიშნული სტამბების ხელმძღვანელები სუს-ში დაიბარეს და უბრალო შეკითხვა დაუსვეს, კერძოდ რა პოზიციებისთვის უნდა გახარჯულიყო აღნიშნული რაოდენობის ფული.

გაირკვა, რომ 17 მილიონი არ ყოფილა საჭირო – 12 მილიონიც გვეყოფაო, იყო სტამბების პასუხი. მაგრამ, საბედნიეროდ, შესაბამისმა ორგანოებმა პრინციპულობა გამოიჩინეს და გამოწვლილვით დაითვალეს სავარაუდო ხარჯები. საბოლოო ჯამში, “ფავორიტს” და “სეზანს” ჩამოერთვათ შეკვეთები და ეს შეკვეთები სხვა სტამბებზე გადანაწილდა – სულ 9 მილიონ ლარად!

ამრიგად, სახელმწიფომ დაზოგა 8 მილიონი ლარი, რომელიც, აბსოლუტურად არაფერში, თევდორაშვილის “მედია-იმპერიას” უნდა მიეთვისებინა.

სამწუხაროდ, საქმე ამ ეტაპზე ამოწურულია და სუსი არ აგრძელებს გამოძიებას, არადა “დასაჭერი კიდევ ბევრია!” თუმცა რაც ქუმსიშვილს შერჩა, რატომ არ შერჩება თევდორაშვილს? ჩვენს სახელმწიფოს გართულება მხოლოდ წვრილფეხა კორუფციაზე აქვს, “უპატრონო” ჩინოვნიკებს დასდევენ და ათასი ლარის გამო იჭერენ, სამაგიეროდ, მსხვილი მფლანგველ-კორუფციონერების ისევე ეშინიათ, როგორც ბობოლა ნაცებისა…

თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა.