რუსეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში “კოვიდზე” აცრა ნებაყოფლობითი იქნება

რუსეთის განათლების სამინისტრო არ მოითხოვს სკოლის პედაგოგებისაგან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას. ამის შესახებ სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენი სემჩენკომ განაცხადა რადიო “კომსომოლსკაია პრავდას” ეთერში.

სურათზე: ევგენი სემჩენკო

 

“აცრა – ყოველთვის ნებაყოფლობითი საქმეა” – აღნიშნა განათლების სამინისტროს ჩინოვნიკმა, ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ. მისი თქმით, არავინ არ აიძულებს მასწავლებლებს, გაიკეთონ აცრა.

“ეს ყოველი კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია; არავინ არ აიძულებს არავის, გაიკეთოს კორონავირუსების ან სხვა დაავადებების საწინააღმდეგო აცრები” – ასეთია სამინისტროს წარმომადგენლის პოზიცია.

სემჩენკომ, თავის მხრივ, პედაგოგებს რეკომენდაცია მისცა, გრიპისგან აიცრან, მაგრამ კიდევ ერთხელ დასძინა, რომ გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.