სექტემბრის პირველ რიცხვებში დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მოიმატებს, ხოლო მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია და ქარი ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამ დღეებში ბარში მოსალოდნელია 33-38 გრადუსი, მთაში 31-36, სანაპირო რაიონებში 30-35 გრადუსამდე სითბო.
1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
“სპუტნიკი”