კორონავირუსის გავრცელების ტემპები სომხეთში თანდათანობით იკლებს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან ეპიდსაწინააღმდეგო ნორმები.
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 42 056-ს მიაღწია, იუწყება სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი.
24 საათში მატებამ 210 შეადგინა – საერთო ჯამში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა 833 ადამიანი (პლუს 1 გასულ დღე-ღამეში). კორონავირუსის დიაგნოზის მქონე, თუმცა სხვა მიზეზების გამო გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა შეადგენს 249-ს (პლუს 4 გასულ დღე-ღამეში).
გამოჯანმრთელდა 35 226 ადამიანი. მკურნალობას გადის 5 748 პაციენტი. ქვეყანაში სულ 188 567 ტესტი ჩატარდა.
სომხეთში მარტიდან 11 სექტემბრამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. პირბადეების ტარების რეჟიმი შერბილებულია. დაიშვა შეკრებები და მიტინგები, ასევე ღონისძიებების გამართვა ეპიდსაწინააღმდეგო ნორმების დაცვით.
წყარო: sputnik-georgia.com