ლარგვისის მონასტერი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ სამაჩაბლოში, მდინარე ქსნისა და ჭურთის წყლის შესართავთან, ხშირად ყოფილა წყალდიდობებისა და შემოსეული მტრის მსხვერპლი. ისტორიული ცნობებით, ლარგვისის მონასტერი, ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში აუგიათ. „იუსტინიანე კეისარმა როსტომისთვის საგვარეულო სამარხად მის მიერვე აგებული ლარგვისი მიუჩინა” – წერს მემატიანე.
ზუსტი ცნობები ლარგვიის ხუროთმოძღვრული ძეგლის შესახებ არ მტგვეპოვება, თუცმა მე-14 საუკუნის ერთ-ერით დოკუმენტით, ეს მონასტერი ქსნის ერისთავების პირველი სალოცავი და სამარხი იყო, რომელიც მე-13 საუკუნეში წყალდიდობის შედეგად დაინგრა, მის ადგილას ახალი ააშენს, რომელიც 1400 წელს თემურ ლენგს მთლიანად დაუნგრევია. „მოვიდა თემურ ბეგ სულტანი სამარყანელი… მოვლეს ყოველი ქვეყანა და დააქცევინეს საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი” – წერს მემატიანე. დანგრეული ეკლესიის აღსადგენად კი დიდი ქონება შეუწირავს შალვა ერისთავის მეუღლეს.
მონასტრის აშენების შესახებ ზუსტ ცნობას გვაწვდის ღვთისმშობლის ხატის ასომთავრული წერწერა, სადაც წერია, რომ „ოდეს ეკლესია ესე ლარგვის მონასტერი აღაშენა კეთილმსახური ერისთავის დავითი და კეთილმორწმუნე ქეთევანმა. “მას ჟამსა მე ღირსმან არქიმანდრიტმა ამის მონასტრისმან დავახატინე ხატი ესე ყოვლად წმინდისა მცველად და მფარველად ერისთავსა დავითისა”.
ლარგვისის წმინდა თედორეს სახელზუ აგებული ეკლესია აუშენებიათ დავით ერისათვს და დედამისს ქეთევანს. ხატის წარწერა შესრულებლია 1762 წელს. ახალი ეკლესია ჯვრის მკლავების ფორმის ყოილა, საკურთხეველი ხის მოჩუქურთმებული კანკელით გამოყოფილი, კედლები ყორექვითა და აგურით ნაგები” – წერს წიგნის ავტორი.
ლარგვისის მონასტერი მე-14 მე-15 საუკუნეებში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, აქ ხდებოდა ხელნაწერების გადწერა, თარგმნა და წიგნების მოხატვა. არსებობდა მდიდარი ბიბლიოთეკა. ტაძარში მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები და გადამწერები ავგაროზ და გრიგოლ ბანდაისძეები. სწორედ გრიგოლ ბანადაის ძემ აღწერა „თემურ ლენგის ლაშქრობა” საქართველოში. 1723 წელს კი სვეტიცხოვლის სამკაული ლარგვისის მონასტერში გახიზნეს.
წყარო: resonancedaily.com