აზერბაიჯანში ერთ დღეში COVID-19-ის 124 შემთხვევა გამოვლინდა

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 34 343 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან გამოჯანმრთელდა 32 042, ხოლო გარდაიცვალა 508 ადამიანი.

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 124 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი დღით ადრე ამ მაჩვენებელმა 112 შეადგინა.

ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა 167 ადამიანი. ორი პაციენტი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თანმხლები დაავადებების გართულების გამო გარდაიცვალა.

თებერვლის ბოლოდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 34 343 ფაქტი გამოვლინდა, მათგან გამოჯანმრთელდა 32 042, ხოლო გარდაიცვალა 508 ადამიანი.

აქტიურ ავადმყოფთა რიცხვი, რომლებიც განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობენ, 1 793 ადამიანს შეადგენს. დღემდე ქვეყანაში 836 908 ტესტი ჩატარდა, ბოლო ერთ დღეში – 5 153.

წყარო: sputnik-georgia.com