“ადამიანისსახედაკარგული” გუბაზა ღირსებაზე გელაპარაკება და “შენ გაიხარე ნამდვილო ვაჟკაცო” დაუკომენტარებს,  ვინმე ნაცი “მაყვალა დეიდა…- რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილებს აქვეყნებს:

 

თანამედროვე რეკლამა(მარკეტინგი)- კაცობრიობის უპირველიესი მტერია.

აი რატომ,

უყურებ კოკაკოლის ან მაკდონალდსის რეკლამას, იცი რომ ეს შენი ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მაგრამ იმდენად ლამაზად და მიმზიდველად გატენიან 24 საათი თვალში- მიდიხარ და ამ საზიზღრობას შეექცევი.

იგივეა პოლიტიკოსებზეც-
კგბ-ს აგენტი, გრიგოლა ვაშაძე რუსეთს ეჭიმება და ვიღაცა ამას იჯერებს,
ადამიანის სახე დაკარგული გუბაზა- ღირსებაზე გელაპარაკება და-“შენ გაიხარე ნამდვილო ვაჟკაცო” დაუკომენტარებს ვინმე ნაცი “მაყვალა დეიდა”,

ბოკერია ვითომ აკრიტიკებს მიჰას და ვინმე ბოკერიასისტი ამასაც იჯერებს,

თურქეთი ჩვენი მეგობარია- გაჰყვირის ვინმე ჭურნალიტკა აღვირახსნილი ხმით და ზოგი ამაზეც კი დაფიქრდება,

ის კი არა, ზოგს ისიც კი სჯერა, ნაც-ქოცები დაპირისპრებულები რომ არიან..

ხოდა მიდის ეს ხალხი მერე და დიდი სიამოვნებით შეახრამუნებს “მაკდონალდისის ბიგმაკს” და ზედვე დააყოლებს “კოკაკოლა ზეროს”,(არჩევნებს ვგულისხმობ) არადა იცის, რომ ორივე ჯანმრთელობისთვის სასტიკად მავნებელია, მაგრამ რა ქნას, ატენიან მამაძაღლი რეკლმაშიკი-მარკეტოლოგები ამ ნაგავს 24 საათი და ძნელია მსგავსი ცდუნებისგან თავის შეკავება.

ამიტომაც ვამბობ, რომ რეკლამა კაცობრიობის უსასტიკესი მტერია!!!

პ.ს. არადა აქ საერთოდ არ ვხუმრობ.

წყარო