„ჰამასი“ ღაზის სექტორში სამხედრო ესკალაციის შეწყვეტას დათანხმდა

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ღაზის სექტორში სამხედრო ესკალაციის შეწყვეტას დათანხმდა. ამის შესახებ „ჰამასის“ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ყატარის წარმომადგენლის, ელჩი მუჰამედ ალ-იმადის მიერ გამართული შეხვედრების შემდეგ მიღწეულია შეთანხმება სამხედრო ესკალაციისა და ისრაელის მხრიდან აგრესიული ქმედებების შეწყვეტის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

28 აგვისტოს ისრაელის არმიამ ღაზაში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში მიიტანა მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცველი ბუშტები გაუშვეს. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და ტანკებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ პოზიციები დაბომბეს. მანამდე კი სამხრეთ ისრაელის მიმართულებით „ჰამასმა“ 6 რაკეტა გაისროლა, რამაც სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინა.

“იმედი”